| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველომ ევროკავშირთან და დსთ-ს სივრცის ქვეყნებთან ვაჭრობა გაზარდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2.065 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 462.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (18.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1602.6 მლნ. აშშ დოლარი (2.3 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.3 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებს, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 2.428 მლრდ დოლარი შეადგინა, წლიურად ზრდა 31% აღემატება. ექსპორტი 59% არის გაზრდილი 785.4 მლნ. დოლარამდე. იმპორტი 21% გაიზარდა და 1.642 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32.1 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 40.5 პროცენტი და იმპორტში 29.2 პროცენტი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss