ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისში კვადრატულის საშუალო ფასმა $1000-ს მიაღწია
22 სექტემბერი, 2022, 16:34
თბილისში კვადრატულის საშუალო ფასმა $1000-ს მიაღწია

თბილისი (GBC) - უძრავი ქონება გაძვირებას განაგრძობს. აგვისტოში ფასი წლიურად 27%-ით გაიზარდა და საშუალო ღირებულებამ კვადრატულზე $999 შეადგინა. TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, მიუხედავად ფასის ზრდისა მოთხოვნა არ მცირდება და აგვისტოში ტრანზაქციების რაოდენობა, ფასის ზრდის პარალელურად - 27%-ით გაიზარდა. ჯამში ამ პერიოდში 3610 ტრანზაქცია დაფიქსირდა.

ფასი ამავე პერიოდში ყველაზე მეტად საბურთალოზე გაიზარდა - 31%-ით; მას მოსდევს გლდანი სადაც ფასი 30%-ით არის გაზრდილი და ნაძალადევი - 28%-იანი ზრდით.

აღსანიშნავია რომ აგვისტოში ივლისთან შედარებით საცხოვრებელი სახლების გასაყიდი ფასი 8.6%-ით გაიზარდა.

TBC Capital მიანიშნებს რომ მიგრანტების მზარდი ტალღის ფონზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება მოსალოდნელი არ არის და მეტიც - ამ ფაქტორმა არ არის გამორიცხული ფასის ზრდაზეც იმოქმედოს. კვლავ პიკურად გაზრდილია ქირის ფასი - წლიურად 80%-იანი ზრდით, რისი მთავარი მიზეზიც სწორედ მიგრანტების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნაა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები