ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება
28 სექტემბერი, 2022, 11:04
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება

თბილისი(GBC) -  ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022, საქართველოს ბანკისა და DataArt Georgia-ს გენერალური სპონსორობით უკვე მესამედ გაიმართება. ღონისძიება ორ დღიანი იქნება და ის 1-2 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.

კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან მსოფლიო დონის DevOps პროფესიონალები, რომლებიც სემინარს გაუძღვებიან.

კონფერენციის ძირითადი თემებია: მიკროსერვისები, პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური დანერგვის პროცესების გამართვა, მონიტორინგი და ანალიტიკა, ღრუბლოვანი და ლოკალური ინფრასტრუქტურის მართვა,  DevOps დიდი მონაცემების სისტემებისთვის,  QA Automation და სხვა აქტუალური ტექნოლოგიური საკითხები. 2022 წლის კონფერენციის ძირითადი მოტივაცია უკრაინელი ხალხის და IT სფეროს პროფესიონალების მხარდაჭერაა.

DevOps Con Tbilisi 2022-ზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის კი მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმის შევსებაა საჭირო:  https://devopscontbilisi.eu/#register

 „DevOps Con Tbilisi 2022 აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს, არქიტექტორებს, ტესტერებს, სისტემურ და ქსელის ადმინისტრატორებს. ასევე, ინფრასტუქტურის მმართველებს, სისტემურ ინტეგრატორებს, კიბერ-უსაფრთხოების ოფიცრებს და ზოგადად, ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან, ნერგავენ და უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფრასრუქტურის მდგრადობას. კონფერენცია არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, IT სფეროს სფეციალისტებმა ისაუბრონ და სტუმრებს გაუზიარონ საკუთარი პრაქტიკული თუ თეორიული გამოცდილება - DevOps, IaC  თუ SecOps მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსგავს საინტერესო ღონისძიებებს “, - განაცხადა საქართველოს ბანკის DevOps-ის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვაჟა ფირცხალაიშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები