ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
28 სექტემბერი, 2022, 11:16
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

თბილისი (GBC) -  ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ ნატვრის ხის ორგანიზებით, 27 სექტემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართა.

გალა კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, ნინო სურგულაძესთან ერთად, ქართველი და იტალიელი მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გაერთიანდნენ - ბარბარა ფრიტოლი, კარლოს ვენტრე და მასიმო კავალეტი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს დირიჟორობა, მსოფლიოში აღიარებულმა იტალიელმა მაესტრომ - ჯუზეპე საბატინიმ გაუწია. კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღო მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა.

საქველმოქმედო გალა კონცერტი რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით გადაიცა. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე ქართველი და უკრაინელი ბავშვების მკურნალობასა და მათ შემდგომ რეაბილიტაციას.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცოსოპრანოს, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ნატვრის ხე, რვა წლის წინ შეიქმნა და შემოწირულობებით მიღებული თანხით ეხმარება ფონდის ბენეფიციარ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სხვადასხვა დაავადებების მქონე პირებს.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკისა და ფონდ ნატვრის ხის თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის. ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, საზოგადოების საკეთილდღეოდ, მსგავს პროექტებში მონაწილეობა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები