ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მოსახლეობა ფულს ბანკის ნაცვლად სახლში ინახავს - დეპოზიტებს მხოლოდ 11% ენდობა
22 სექტემბერი, 2022, 16:21
მოსახლეობა ფულს ბანკის ნაცვლად სახლში ინახავს - დეპოზიტებს მხოლოდ 11% ენდობა

თბილისი (GBC) - OECD/INFE-ის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩატარებული ფინანსური განათლების კვლევის მიხედვით, საქართველოს ქულა OECD-ის საშუალო ქულაზე ნაკლებია. 

ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობის 66.7% აქტიური დამზოგველია, თუმცა, მათგან მხოლოდ 33.1% ისახავს გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს (ზოგადად, კი მოსახლეობის 40.4% ისახავს გრძელვადიან მიზნებს). ამასთან, ნაკლებია ნდობა ფორმალური სისტემებისადმი, რადგან აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას აქვს დანაზოგი საბანკო დეპოზიტზე (11%) და დიდი ნაწილი სახლში, ნაღდი ფულის სახით ინახავს დანაზოგს (57%), ან ოჯახის წევრებს ანდობს შესანახად (25%). 

მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (55%) აღნიშნა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მათ ჰქონიათ შემთხვევა, როცა მათი ხარჯები აჭარბებდა შემოსავალს. აღნიშნულ სიტუაციასთან გასამკლავებლად, ისინი მიმართავდნენ სესხებას, თუმცა, უმეტესობა არაფორმალურ წყაროს, მაგალითად, თანხას სესხულობდნენ ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან ან ახლობლებისგან (30.4%) ან მაღაზიიდან პროდუქტი მოჰქონდათ შემდეგში გადახდის პირობით (9.2%), მცირე ნაწილმა კი თანხა ისესხა ფორმალური წყაროებიდან, მაგალითად აიღო სამომხმარებლო სესხი ფინანსური მომსახურების მომწოდებლისგან (7.7%). 

რაც შეეხება ფინანსურ სიძნელეებთან გამკლავების არასასესხო გზებს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მხოლოდ მცირე ნაწილმა თქვა უარი ხარჯების შემცირებაზე (16.1%) და უფრო მეტმა მიმართა დახმარებისთვის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს (22.9%).

რაც შეეხება ფინანსური პროდუქტის შერჩევისას ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროდუქტების შემთხვევაში, მოსახლეობა იძიებს ალტერნატივებს, უშუალოდ ფინანსური პროდუქტების შეძენისას, ფასების შედარებას მოსახლეობის მხოლოდ 20% ცდილობს, ხოლო მიუკერძოებელ რჩევას მხოლოდ 38% ეძებს. რაც შეეხება ფინანსური განათლების მიღებისას ორგანიზაციების ნდობას, მოსახლეობის საკმაო ნაწილი ენდობა ან ეროვნულ ბანკს (27%) ან არცერთ ორგანიზაციას (28%), ან არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი (21%). ნაკლებია ნდობა მთავრობისა (10%) და კომერციული ბანკებისადმი (8%).


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები