| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდის ტრენდი შემცირდა.
„საქსტატის“ ცნობით, ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტით გაიზარდა, წლიურად ზრდა 10.7%-ია, ივნისში 12.3% აღწევდა.
ივლისში წინა თვესთან შედარებით ფასები 0,9 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე; სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასების 1,1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფში ფასებმა მოიმატა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (3,2 პროცენტი), ხოლო კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე ფასები შემცირდა (-0,7 პროცენტი).
12 თვიან პერიოდში გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 11%-ით. ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (31,4 პროცენტი) და კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (9,8 პროცენტი);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი, ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 9,4 პროცენტით, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 9,7 პროცენტით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss