ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
საქართველოს აეროპორტებს  მგზავრთნაკადი 48.37%-ით გაეზარდა
7 აგვისტო, 2017, 14:40
საქართველოს აეროპორტებს  მგზავრთნაკადი 48.37%-ით გაეზარდა

თბილისი (GBC) -   საქართველოს აეროპორტებს მგზავრთანაკადი 48.37% გაეზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 7 თვეში რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 2 129 121 მგზავრი, რაც 48.37%-ით (694 153 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1 434 968 მგზავრი). 2015 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 81.89%-ს (958 577 მგზავრით მეტი) შეადგენს.

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

2017 წლის 7 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 503 636  მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 1 658 366 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 154 730 მგზავრი). შესაბამისად მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 43,62% შეადგინა;

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 86.48%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 7 თვეში აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა - 107 949 მგზავრით მეტი;

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 233 992 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 52.32% ით (80 369 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (153 623 მგზავრი).

 მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 299-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 11 218, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 9 056, ხოლო ჩარტერების 2 162. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 41.66%-ს შეადგენს.

15.25%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 7 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 69 863,  მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 80 514 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 19 715.983 ტონა შეადგინა, რაც 4 832.60 ტონით, შესაბამისად 32.47%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები