ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
საქართველოს მთალიანი ვალი 15.7 მილიარდი დოლარია
30 ივნისი, 2017, 18:16
საქართველოს მთალიანი ვალი 15.7 მილიარდი დოლარია

თბილისი (GBC) - საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 15.7 მლრდ აშშ დოლარი (38.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 108.2 პროცენტია;

სებ-ის ცნობით, 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 188.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი საკურსო ცვლილებების გამო 148.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო შესაბამისად 24.1 და 51.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამასთან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 34.6 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.7 მლრდ აშშ დოლარი (16.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 46.5 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.8 მლრდ აშშ დოლარი (11.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 198.1 მლნ აშშ დოლარი (484.3 მლნ ლარი; მშპ-ს 1.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 887.1 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.1 პროცენტი) და 876.2 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.1 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.2 მლრდ აშშ დოლარი (7.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.3 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (12.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.5 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 93.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 9.7 მლრდ აშშ დოლარი (23.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 67.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.9 მლრდ აშშ დოლარია (9.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 26.7 პროცენტია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები