ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
ბიზნესსექტორში დასაქმება 5 პროცენტით გაიზარდა
5 ივნისი, 2017, 11:30
ბიზნესსექტორში დასაქმება 5 პროცენტით გაიზარდა

თბილისი (GBC) – I კვარტალში  ბიზნეს სექტორის ბრუნვა 19.1%-ით 15.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, - „საქსტატმა“ საწარმოთა საქმიანობის შედეგები წარადგინა.

ოფიციალური მონაცემებით,  ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც, რაც 7,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, 16,1%-ით მეტი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ბიზნესს იანვარ-მარტში საშუალოდ,  605,0 ათასი კაცი ჰყავდა დასაქმებული, ზრდა 5%-ია. მათ შორის დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 570,9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერი- ოდთან შედარებით - 5,5%-ით მეტი).

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,2% ქალია, ხოლო 59,8% - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36 % მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,1% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1024,0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 101,6 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 776,4 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 89,3 ლარით).

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები