ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
მაისში ინფლაცია 6.6 პროცენტამდე დაჩქარდა
2 ივნისი, 2017, 11:21
მაისში ინფლაცია 6.6 პროცენტამდე დაჩქარდა

თბილისი (GBC) - 2017 წლის მაისში  საქართველოში 6.6%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც 2011  წლის აგვისტოდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

წინა თვესთან შედარებით  კი, ინდექსი არ შეცვლილა. 

ბოლო 1 თვეში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5%-ით, მათ შორის, სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1,1 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - ამ ჯგუფში  ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით. ფასები 15.5%-ით არის მომატებულია დაზღვევის ქვეჯგუფზე.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაიაფდა, ჯამში 0.4%-ით. 

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას.  ფასები  8,3 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. მათ შორის,  ბოსტნეული და ბაღჩეული 30,3% -ით გაძვირდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -11,3 %-ით,  რძე, ყველი და კვერცხი - 10,1% -ით,  ხორცი და ხორცის პროდუქტები - 8%-ით,

 ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,5 პროცენტით.  ალკოჰოლური სასმელები დათამბაქოს ჯგუფი  15%-ით გაძვირდა. 

6.7% -ით გაძვირდა  ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები. მათ შორის  სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ფასები 16,8%-ით და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 5,3% -ით გაძვირდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები