ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
რუმინეთი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების მთავარი მომწოდებელია
5 მაისი, 2017, 11:40
რუმინეთი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების მთავარი მომწოდებელია

თბილისი (GBC) -  აქციზის მკვეთრ ზრდას ნავთობპროდუქტების იმპორტზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია.

 ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, აპრილში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  96,0 ათასი ტონა, რაც  12,4 ათასი ტონით ანუ 14,8%-ით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს და 8.9 ათასი ტონით ანუ 10,2%-ით მეტია 2016  წლის აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, 2017 წლის აპრილში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 59,3 ათასი ტონა.

მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კვლავ რუმინეთია, ამ ქვეყნიდან 29.6 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა, მთელი იმპორტის 30.8%.

მეორე პოზიციაზეა აზერბაიჯანი,  23.5 ათასი ტონით(24,5%), მესამეზე  თურქმენეთი - 16.6 ათასი ტონით (17,3%).

 შემდეგ პოზიციებზე არიან: ბულგარეთიდან - 14.0 ათასი ტონა (14,6%), რუსეთიდან  - 8.1 ათასი ტონა (8,4%), საბერძნეთიდან -  3,5 ათასი ტონა (3,6%), უკრაინიდან - 0,6 ათასი ტონა (0,6%) და სხვ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები