| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – აპრილში ინფლაციის დონე გაიზარდა. სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტით, წინა წელთან შედარებით კი, 6,1 პროცენტით გაიზარდა.
ბოლო 1 თვეში გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ჯამში 1,4 პროცენტით.
ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (8,8 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (7,0 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (1,6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-0,9 პროცენტი) და თევზეულზე (-0,6 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1,7 პროცენტით, მათ შორის ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3,3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2,4 პროცენტი).
წლიურ ჭრილში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელებზე 7,6 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (18,2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11,5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10,8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6,7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-2,5 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,6 პროცენტით. მათ შორის ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25,6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,5 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3,7 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,5 პროცენტით.
ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (30,0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,8 პროცენტი);
ფასები გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის სექტორშიც, 6.1%-ით. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (15,7 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (4,0 პროცენტი).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss