| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2017 წლის მარტში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით - 0.5% შეადგინა. წლიური ინფლაცია კი, მიზნობრივზე მაღლაა და 5.4% შეადგენს.
ბოლო 1 თვეში სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 1,1%-ით, მათ შორის ბოსტნეული და ბაღჩეული 8,5 პროცენტით გაიაფდა, რძე, ყველი და კვერცხი 2%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 0,5 %-ით. ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (2% ), აგრეთვე ზეთსა და ცხიმზე (1,4 %);
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,5 %-ით,
1.7% შემცირდა ფასებიელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე.
ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო - ამ ჯგუში ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით.
"საქსტატის" ცნობით, წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18,7 %-ით,
პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 27,4 % და სატრანსპორტო მომსახურებაზე 4,6 %;
ბოლო 1 წელიწადში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 5,4%-ით გაძვირდა,
ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე (13,6 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (8,1 პროცენტი), ზეთსა და ცხიმზე (7,8 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6,1 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4,5 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო ჯგუფში ფასები გაიზარდა 16 პროცენტით, მათ შორის თამბაქოს ნაწარმი 33,1 % არის გაძვირებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss