| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2016 წლის, საქართველოს ეკონომიკის მოცულობამ, მიმდინარე ფასებში 33.922 მლრდ ლარი შეადგინა, რაც "საქსტატის" მონაცემებით, 6,8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
თუმცა ამასთან, მშპ-ს რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,7 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 4 პროცენტით.
მოსახლეობის 1 სულზე მშპ 9 117,7 ლარი ($3 852,5) იყო.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,1 %) და ვაჭრობა (16,3 %). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,1%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,3%), სახელმწიფო მმართველობა (9,1%), მშენებლობა (8,3%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,6%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,8%).
ბოლო ერთ წელიწადში სასტუმროები და რესტორნების ჯგუფში 9,9% ზრდაა, საფინანსო საქმიანობა - 9,3%, მშენებლობა - 8,1%, სამთომოპოვებითი მრეწველობა - 7,6 %, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა -6,7 %, დამამუშავებელი მრეწველობა - 4,8 %.
კლება აღინიშნა ტრანსპორტის (-0,9 პროცენტი) და კავშირგაბმულობის (-0,2 პროცენტი) სექტორებში
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss