| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - წლის პირველი 2 თვე ექსპორტის ზრდით დაიწყო საქართველოსთვის მნიშვნელოვან, წამყვან ბაზრებზე.
„საქსტატის“ ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15 %-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 102 მლნ. აშშ დოლარი იყო (31 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 274 მლნ. აშშ დოლარი (10 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი.
გასული წლის ვარდნის შემდეგ, ზრდაა დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობაშიც. ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-თებერვალში 497 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის ექსპორტის მოცულობა 75% -ით, 129 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 367 მლნ. აშშ დოლარი იყო (31 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 35 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 36 პროცენტი და იმპორტში 34 პროცენტი.
შეგახსენებთ, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1423 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss