ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
ევროკავშირსა და დსთ-ში ექსპორტი 12-12 პროცენტით შემცირდა
20 იანვარი, 2017, 11:21
ევროკავშირსა და დსთ-ში ექსპორტი 12-12 პროცენტით შემცირდა

თბილისი (GBC) - თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მიუხედავად, საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე პოზიციები დაკარგა.  

2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3,601 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წლიურად ზრდაა 14%, თუმცა იმპორტის ხარჯზე.

ექსპორტი მხოლოდ 571 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3.030 მლრდ აშშ დოლარი (20 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 30 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 31 პროცენტი.

კლებაა დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, რამაც 2016 წელს 2.721 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით 3 პროცენტით ნაკლები).

„საქსტატის“ ცნობით,  აქედან ექსპორტი 739 მლნ. აშშ დოლარი (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1983 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 35 პროცენტი და იმპორტში 20 პროცენტი (2015 წელს შესაბამისად 28, 38 და 25 პროცენტი).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები