ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
2016 წელს საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 114 მილიონის შემოსავალი მიიღო
4 იანვარი, 2017, 12:07
2016 წელს საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 114 მილიონის შემოსავალი მიიღო

თბილისი (GBC) - გასული წელი ღვინის ექსპორტის მხრივ წარმატებული აღმოჩნდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, წლიურად ზრდა 38%-ია.

გაზრდილია ღვინის ექსპორტიდან შემოსავალიც, 16%-ით, 113.8 მლნ აშშ დოლარამდე.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: 

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (27 222 076 ბოთლი), უკრაინა (5 811 050), ჩინეთი (5 299 149), ყაზახეთი  (3 393 435) და პოლონეთი (2 329 820).

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ღვინის ექსპორტის ზრდამ 98%  შეადგინა,  უკრაინაში - 70%, რუსეთში -  49% , პოლონეთში - 46%.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს კანადა - 34% (210 936), ბელარუსი - 30% (1 174 362), დიდი ბრიტანეთი - 28% (97 226), ესტონეთი - 25% (631 632), ყირგიზეთი - 24% (230 776), აშშ - 19% (294 382), ლატვია - 19% (1 258 632),  იაპონია - 15% (159 654), გერმანია - 6% (292 454), ჩეხეთი - 353% (119 648) და სხვა.         

ექსპორტირებულ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს შორის პირველ ადგილს იკავებს „ქინძმარაული“ – 7 417 333 ბოთლი, შემდეგ ხუთეულში მოდის „მუკუზანი“ – 2 568 547, „წინანდალი“ – 2 023 915, „ახაშენი“ – 923 780 და „ხვანჭკარა“ – 413 823 ბოთლი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები