ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი $317 მილიონი იყო
30 დეკემბერი, 2016, 17:39
მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი $317 მილიონი იყო

თბილისი (GBC)2016 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 316.7 მლნ აშშ დოლარი (735.6 მლნ ლარი, მესამე კვარტალის მშპ-ს 8.4 პროცენტი) შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2016 წლის მესამე კვარტალში წლიურად 56.6 %ით გაიზარდა (C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრანტით მიღებული მედიკამენტების იმპორტის გარეშე 7% შემცირდა) და 1.8 მლრდ აშშ დოლარი (4.3 მლრდ ლარი) შეადგინა.

საქონლის ექსპორტი წლიურად 1.8 %- ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 33.2 პროცენტით გაიზარდა (C ჰეპატიტის მედიკამენტების გარეშე საქონლის იმპორტი წლიურად 4.7 %- ით  შემცირდა).

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2016 წლის მესამე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 7.8 პროცენტით,  ხოლო იმპორტი 8.2 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 10.1 პროცენტით გაიზარდა და 817.0 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 2.6-ჯერ გაიზარდა  და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (2.8 მლრდ ლარი) შეადგინა. ზრდა, უმთავრესად,  განპირობებული იყო სამთავრობო სექტორის მიმდინარე ტრანსფერების 4.1-ჯერადი მატებით,  საიდანაც 911.6 მლნ აშშ დოლარი ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარებაა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მესამე  კვარტალში 421  მლნ აშშ დოლარი (977.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 11.2 პროცენტია. მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, მშენებლობის და მრეწველობის სექტორებში განხორციელდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები