| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) – 11 თვეში საქარველოში 43 938 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა.
საჯარო რეესტრის სააგენტოს ცნობით, დარეგისტრირებულთა შორის 42 205 სამეწარმეო სუბიექტი, 1 733 კი არასამეწარმეო სუბიექტია. შესაბამისად, ბიზნეს სუბიექტების 96.1% სამეწარმეო სუბიექტს წარმოადგენს (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.9% - არასამეწარმეო სუბიექტს (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).
2016 წელს (ნოემბრის ჩათვლით) დაფიქსირდა ზრდა (5.6%-ით) წინა წელთან (ნოემბრის ჩათვლით) შედარებით. სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 4.7%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 35.9%-ით გაიზარდა.
2016 წელს (ნოემბრის ჩათვლით) ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (21 994 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 50.1%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (19 403 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 44.2%) სახით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss