| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტრენდს ინარჩუნებს.
"საქსტატის" ცნობით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3,086 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, 11%-ით მეტი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ექსპორტი კვლავ მცირდება, 14%-იანი კლების შემდეგ 513 მილიონს შეადგენს.
იმპორტი 17% გაიზარდა და 2,573 მილიარდია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28% შეადგინა.
რაც შეეხება დსთ-ს, ამ სივრცის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 თვეში 2,422 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წლიურად 4%-იანი კლებაა.
ექსპორტი 14% არის შემცირებული 659 მლნ აშშ დოლარმდე, იმპორტი 1%-ით არის გაზრდილი და 1,763 მილიარდია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28%-დან 22 %-მდე შემცირდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss