| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2016 წელს საქართველოს საექსპორტო ბაზრების ათეული მკვეთრად შეიცვალა.
„საქსტატის“ ცნობით, იანვარში ჩინეთი საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი გახდა. ამ ქვეყანაში ექსპორტის მოცულობა წლიურად, 2,6-ჯერ, 14,4 მილიონამდე გაიზარდა, რაც მთელი ექსპორტის 11,8% იყო.
ამ დრომდე პირველ ადგილს, წლების განმავლობაში, აზერბაიჯანი იკავებდა, რომელიც წელს 10-ულს მიღმაა.
მეორე ადგილზეა ბულგარეთი - 10,5 მილიონით, კლება 6,2 მილიონია, ეს ქვეყანა შარშან მე-2 პოზიციაზე იყო.
სამეულია რუსეთი - 9,77 მლნ, ამ მიმართულებით კლება თითქმის 2 მილიონია. რუსეთი მერვედან მესამე პოზიციამდე დაწინაურდა.
მეოთხეა თურქეთი - 8,9 მილიონით, 1 საფეხურით არის დაწინაურება.
მეხუთეა შვეიცარია - 7,2 მილიონი, რომელიც ამ დრომდე სიაში არ იყო.
მეხუთედან მეექვსე ადგილზე გადმოვიდა იტალია - 6,13 მილიონით.
შემდეგ მოდის ესპანეთი - 6 მლნ, არც ეს ქვეყანა გვხვდებოდა შარშან ჩამონათვალში, არც უზბეკეთი იყო სიაში, რომელიც 5,3 მლნ აშშ დოლარით წელს მერვეა. სიაშია კანადაც - 5,1 მლნ. ის შარშან მე-9 იყო ექსპორტის მოცულობით.
სომხეთი 4,88 მილიონით მეექვსედან მეათე ადგილზე გადავიდა და დაწინაურებული ჩინეთი ჩაანაცვლა.
ათეულში აღარ არის აშშ, ყაზახეთი, ნიდერლანდები და გერმანია.
შეგახსენებთ, იანვარში ექსპორტზე სულ 122 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, კლება 22%-ია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss