| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2020 წელს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ელ.შესყიდვების მაჩვენებელი 25%-ით შემცირდა. სულ, 25,598 შესყიდვა.შემცირებულია იმ ტენდერების რაოდენობაც, რომლებიც დასრულდა და საბოლოო სტატუსი მიენიჭა, 25,019 -მდე, 7,552 -ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამასთან, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა წარმატებით დასრულებული ტენდერების წილი, რომელმაც 74% შეადგინა; შესაბამისად, შეწყდა, დასრულდა უარყოფითი შედეგით და არ შედგა გამოცხადებული ტენდერების 26%.
2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მთლიანმა მოცულობამ 5,158,143,556 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 10.4%-ს შეადგენს.
ელექტრონული ტენდერების და კონსოლიდირებული ტენდერების საფუძველზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 4,088,057,239 ლარი შეადგინა , ხოლო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ - 1,070,086,317 ლარი.
გამარტივებული შესყიდვების ღირებულების ნახევარზე მეტი წილი მოდის სახელმწიფოს მიერ გაცემულ სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებზე, პანდემიის მართვის პროცესში შესყიდულ საჭირო სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარზე და წამალზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss