ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
საცხოვრებელ უძრავი ქონების ბაზარზე აღდგენის ნიშნებია
19 მარტი, 2021, 14:12
საცხოვრებელ უძრავი ქონების ბაზარზე აღდგენის ნიშნებია

თებერვალში თბილისში ეკონომ სეგმენტის ახალაშენებულ ბინებზე ტრანზაქციების 2%-იანი ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება, ჯამურად კი ტრანზაქციების რაოდენობა და ბაზრის ზომა უმნიშვნელოდაა შემცირებული. Colliers-ის კვლევით, თბილისის მსგავსად ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზეც აღდგენის ნიშნები უკვე შეიმჩნევა, რაც საკმაოდ პოზიტიურ ტრენდს ქმნის.

თბილისში, 2021 წლის თებერვალში 2,733 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ბაზრის ზომას, აქაც 4%-იანი კლება დაფიქსირდა და ჯამში 123 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წლის თებერვალში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1,869 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნული შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მშენებარე საცხოვრებელი ობიექტის დასრულებასთან, რაც ჯამში დაახლოებით 200 ერთეულ ბინას მოიცავს.

ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 7%-ით შემცირდა და 864 ერთეული შეადგინა.

ბათუმში, 2021 წლის თებერვალში 688 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16%-ით ჩამორჩება.

რაც შეეხება ბაზრის ზომას, ჯამში 26 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და ეს მაჩვენებელიც 16%-ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით.

2021 წლის თებერვალში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 608 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 14%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება ძველ პროექტებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობას 31%-იანი ვარდნა დაფიქსირდა და მხოლოდ 80 ერთეული შეადგინა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები