| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

სტატისტიკის
სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური
ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით (5.0 ლარით) შემცირდა
და 1 314.7 ლარი შეადგინა.
საქმიანობების
სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ
დარგებში:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია
– 2 199.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა
6.2 პროცენტით);
⦁ მშენებლობა – 2 061.8 ლარი
(გაიზარდა 1.2 პროცენტით);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური
საქმიანობები – 2 020.9 ლარი (წინა წლის
შესაბამის
პერიოდთან შედარებით შემცირდა 8.8 პროცენტით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები
– 2 017.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით
გაიზარდა 4.2 პროცენტით);
IV
კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 12.2 ლარით გაიზარდა
და 1417.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული,
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 319.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით შემცირდა 7.3 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 257.2 ლარი,
გაიზარდა 6.9 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.
საქართველოში
დასაქმების მაჩვენებელი იკლებს, - როგორც აღმოჩნდა სამსახურს ძირითადად დაბალანაზღაურებადი
კადრები ტოვებენ, რის გამოც საშუალო ხელფასი ზრდის ტენდენციას აჩვენებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss