| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - პანდემიური წლის ბოლო თვეში, 2020 წლის დეკემბერში ყველაზე მეტად ჯანდაცვის სერვისები გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ჯანმრთელობის ჯგუფში ფასების 9.6%-იანი ზრდა წლიურ ინდექსზე 0.76%-ული პუნქტით აისახა.
9.5%-ით არის გაძვირებულია ავეჯი, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის საშუალებები, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.56%-ული პუნქტით აისახა. გაძვირდა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.2%), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (11.2%), ტექნიკა და სხვა.
6.8%-ით გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.19%-ული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ზეთსა და ცხიმზე (27.2%), ყავა, გაძვირდა ჩაი და კაკაო (13.4%), რძე, ყველი და კვერცხი (11.3%), თევზეული (8.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8%), ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.5%).
8,6%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.56%-ული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7%), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.4%);
21,6%-ით არის შემცირებული კომუნალუირი ხარჯები, გაიაფდა წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5%) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.1%).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss