| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - გაეროს სურსათისა და
სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ გაარკვია, თითოეული ქვეყნის მოსახლეობის რამდენი
პროცენტია ჭარბწონიანი. აღმოჩნდა, რომ ამ სიაში პირველობა აშშ–მა კუნძულოვან
სახელმწიფოებსა და მექსიკას დაუთმო. ყველაზე ნაკლები მსუქანი აზიის ქვეყნებში
ცხოვრობს. საქართველო კი ამ სიაში მეცამეტე ადგილზეა, მოსახლეობის 21,2%–ის
ჭარბწონიანობით.
სიის ლიდერია ნაურუ, 71,1%
ჭარბწონიანით, მეორე ადგილზეა ტონგა – 59,6%–ით, მესამეზე არაბთა გაერთიანებული
საემიროები – 33,7%, მეოთხეზე მექსიკა – 32,8% და ხუთეულს აშშ კრავს 31,8%–ით.
კვლევების მეშვეობით ასევე დაადგინეს, თუ საშუალოდ რამდენ კალორია მოიყმარს თითოეული მოქალაქე ერთ დღეში. ამ შემთხვევაში რეიტინგის სათავეში თურქეთი მოექცა 3 706 კალორიით. მეორე ადგილზეა აშშ – 3 682 კალორია, მესამე იტალია – 3 579 კალორია, ეგვიპტელები დღეში 3 522 კალორიას მოიხმარენ, გერმანელები – 3 497 კალორიას, კანადელები 3 494–ს, ფრანგები – 3 482–ს, პოლონელები 3 451–ს, ბრიტანელები 3 424–ს, რუსები – 3 361–ს, ავსტრალიელები 3 276–ს, ხოლო ბრაზილიელები 3 263 კალორიას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss