ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
თხილის საექსპორტო შემოსავალი $ 63 მლნ-ს აღემატება
7 დეკემბერი, 2020, 12:56

თბილისი (GBC) - 1/08- 6/12 პერიოდში $  63.4 მლნ-ია 12 167 ტ საექსპორტო  თხილი გაიყიდა. ექსპორტის მოცულობა 3 472 ტონით (40%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს, ღირებულება კი 20.2 მლნ აშშ დოლარით (47%)  გაიზარდა. ამავე პერიოდში, თხილის საექსპორტო ფასი 5%-ით გაიზარდა.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტატისტიკით: ქართული თხილი მთავარი ბაზარი  ევროკავშირია.


გერმანიაში (3 530 ტონა), იტალიაში (2 581 ტონა), ჩეხეთში (594 ტონა), ლიეტუვაში (355 ტონა), პოლონეთში (354 ტონა), ესპანეთში (352 ტონა), ბულგარეთში (322 ტონა), საფრანგეთში (240 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (84 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), სლოვაკეთში (74 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).


ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (680 ტონა), რუსეთი (540 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (306 ტონა), უკრაინა (212 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (95 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), იორდანია (38 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები