ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
საქართველოს მოსახლეობამ უნაღდო გადახდები 16%–ით შეამცირა
6 ნოემბერი, 2020, 17:06

თბილისი (GBC) - რეზიდენტების მიერ უნაღდო ხარჯვის წლიური ზრდის ტემპი სურსათის და ფარმაციის გარდა კატეგორიებში შემცირებას განაგრძობს და 25-31 ოქტომბრის კვირაში ცვლილებამ -16% შეადგინა.


უნაღდო ხარჯვის ზრდა სურსათსა და ფარმაციაზე სტაბილურად მაღალია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 50% და 46% შეადგინა.


ტანსაცმელზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი 25-31 ოქტომბრის პერიოდში კვლავ უარყოფითია და -10% შეადგინა.


გართობაზე დანახარჯები წინა კვირასთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია და ცვლილებამ -76% შეადგინა.


ფიტნესზე უნაღდო დანახარჯების ზრდა უარყოფითია და 25-31 ოქტომბრის პერიოდში ცვლილებამ / -76% შეადგინა.

სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების წლიური ცვლილებამ წინა კვირასთან შედარებით მცირედით იკლო და / +40% შეადგინა.

ავეჯსა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელზე უნდაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით მცირედით შენელდა და 25-31 ოქტომბრის პერიოდში წლიურმა ცვლილებამ +34% შეადგინა.


ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდა ოქტომბრის ბოლო კვირაში გაზრდილია და +14% შეადგინა.

პირად ჰიგიენაზე უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდის ტემპი კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზეა და +16% შეადგინა. სხვა სამომხმარებლო საქონელზე ხარჯვის წლიურმა ზრდამ 25-31 ოქტომბრის პერიოდში +1% შეადგინა.

მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯები ოდნავ შემცირებულია (/ +17%) წინა კვირის მაჩვეებელთან შედარებით (/ +19%).

ოქტომბრის ბოლოს საწვავზე უნაღდო დანახარჯები კვლავ უარყოფითი გახდა და / -5% შეადგინა.

ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯები წინა კვირასთან შედარებით საკმაოდ გაიზარდა და მიმდინარე კვირაში ცვლილებამ / +33% შეადგინა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები