| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ახალი კადრების
მოძიების ძირითადი წყაროს საწარმოებისთვის ნათესავები, მეგობრები და ნაცნობები წარმოადგენს.
ასეთია შრომის ბაზრის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, საწარმოთა 51%-მა განაცხადა,
რომ კადრებს სწორედ ნაცნობების მეშვეობით ეძებს. მეორე ადგილს ინტერნეტი იკავებს
30%-ით, მესამეზე კი ბეჭვდური განცხადებებია 10%-ით. დასაქმების კერძო სააგენტოებზე
კი 7.7% მოდის. Worknet.gov.ge-ს მეშვეობით კადრებს დამსაქმებლების მხოლოდ 0.3% ეძებს.
აპლიკანტთა შეფასება
ძირითადად გასაუბრების მეშვეობით ხორციელდება (გამოკითხულთა 52.8%), ხოლო მათი შეფასების
მთავარი კრიტერიუმი გამოცდილებაა (გამოკითხულთა 56.1%).
კვლევის შედეგების
მიხედვით, საწარმოთა 60%-ს აპლიკანტის მიერ რომელიმე უცხო ენის ცოდნა არ ესაჭიროება.
საწარმოთა 40%-ის შემთხვევაში კი უცხო ენის ცოდნა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის საწარმოები,
რომლებიც აპლიკანტების მიერ უცხო ენის ცოდნას ითხოვენ, აქცენტს აკეთებენ ინგლისური
ენის ცოდნაზე (გამოკითხულთა 53%), რუსულ ენასა (გამოკითხულთა 40%) და თურქულ ენაზე
(გამოკითხულთა 6%).
საწარმოები მხოლოდ
2%- ის შემთხვევაში ითხოვენ აპლიკანტთა მიერ რომელიმე სხვა უცხო ენის ცოდნას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss