| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 15 წლის და უფროსი ასაკის ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (95.2%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (86.1%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (54.9%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (51.4%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (47.6%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.5%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (34.7%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (17.9%) და სამუშაოს ძიება/ სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (14.2%).
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახური (საქსტატი) ავრცელებს.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის პროცენტული წილი ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზნების მიხედვით:
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss