| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) პანდემიასთან
დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისის, ტურისტული სეზონის ჩაშლის და ეკონომიკის სხვა
სექტორებში ვარდნის მიუხედავად, ფასები საქართველოში კვლავაც ზრდას განაგრძობს.
2019
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაძვირდა ყველაფერი - ზრდა არა მხოლოდ სასიცოცხლოდ
აუცილებელ საქონელს შეეხო, არამედ სხვა პროდუქციას, მათ შორის ისეთს, რომელიც აუცილებელი
არაა.
2019
წლის აგვისტოსთან შედარებით ფასი ყველაფერს მოემატა - კვების სურსათით დაწყებული, ავეჟით, და საყოფადცხოვრებლო ტექნიკით დასრულებული.
საშუალოდ ფასები 4,5%-დან 18%-მდე გაიზრდა.
2020
წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით ინფლაცია 0,02%-ით შემცირდა, თუმცა, ეს გაუმჯობესება
მხოლოდ სეზონურ ხასიათს ატარებს.
საქსტატის
ინფორმაციით, თვის მანძილზე გაიაფდა სეზონური სასურსათო პროდუქტები - ხილი
(-10,6%), და ბოსტნეული (2,8%).
თუმცა,
იგივე პროდუქტები წინა თვესთან შედარებით
გაიაფების მიუხედავად, წინა წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით მაინც გაძვირებული - მაგალითად, ხილი (18%), ყავა, ჩაი, კაკაო
(14%).
ამავე
დროს ყველა სხვა სასურსათი საქონელი, რომელიც სეზონური არაა, გაძვირდა როგორც 2020
წლის ივლისთან, ასევე 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით - მაგალითად, რძის ნაწარმი, ყველი, ხორცი, და კვერცხი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss