| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სახელმწიფო ბიუჯეტმა ივლისში გადასახადებიდან 798.5 მლნ ლარი მიიღო, ივნისის მაჩვენებელზე (600.5 მლნ ლარი) 198 მლნ ლარით მეტი. აღსანიშნავია, რომ წინა თვესთან შედარებით, შემოსავლები გაზრდილია ყველა სახის გადასახადიდან (გარდა იმპორტის გადასახადისა): შემოსავალი დღგ-დან გაზრდილია 54.2 მლნ ლარით, აქციზიდან - 36.2 მლნ ლარით, მოგების გადასახადიდან - 33.0 მლნ ლარით და საშემოსავლო გადასახადიდან - 29.5 მლნ ლარით.
იმპორტის გადასახადი მცირედით (0.9 მლნ ლარით) შემცირებულია.
აქციზში გამოიკვეთა ზრდის ტენდენცია, რაც ძირითადად უკავშირდება იმპორტული თამბაქოს დაბეგვრიდან სააქციზო შემოსავლის ზრდას. რაც შეეხება გადასახდელების ყველაზე დიდ კომპონენტს, ხარჯებს, იგი ივლისში გაწეული მთლიანი გადასახდელების 79.0%-ს შეადგენს.
2020 წლის ივლისში ხარჯებმა შეადგინა 1,210.1 მლნ ლარი, რაც წინა თვის მაჩვენებელს (998.8 მლნ ლარი) 211.4 მლნ ლარით აღემატება. ივლისში, ივნისთან შედარებით, გაზრდილია ყველა კომპონენტების დაფინანსება (გარდა სოციალური უზრუნველყოფისა): სხვა ხარჯები - 109.6 მლნ ლარით; პროცენტი - 59.3 მლნ ლარით; გრანტები - 43.3 მლნ ლარით; სუბსიდიები - 20.0 მლნ ლარით; შრომის ანაზღაურება - 11.1 მლნ ლარით და საქონელი და მომსახურება - 7.9 მლნ ლარით. სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება შემცირებულია 39.9 მლნ ლარით.
იანვარ-ივლისში მიღებული საგადასახადო შემოსავლები 5,388.6 მლნ ლარს, 9 თვის გეგმის 81.9%-ს და წლიური გეგმის 60.0%-ს შეადგენს, რაც ძირითადად უკავშირდება საშემოსავლო და მოგების გადასახადების მობილიზების შედარებით მაღალ მაჩვენებლებს (9 თვის გეგმის, შესაბამისად, 82.6% და 91.1%). გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 88.7 მლნ ლარით (1.6%-ით) არის შემცირებული. აღნიშნული კლება უკავშირდება დღგ-ს, რომელიც წინა წელთან შედარებით შემცირებულია 283.5 მლნ ლარით (12.1%-ით), მ.შ. საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული პროდუქციიდან და გაწეული მომსახურებიდან დღგ შემცირებულია 13.5%-ით (96.7 მლნ ლარით), იმპორტირებული პროდუქციიდან (რომელიც დღგ-ს ჯამური სიდიდის 69.9%-ს შეადგენს) – 11.5%- ით (186.9 მლნ ლარით). წინა წელთან შედარებით გაზრდილია საშემოსავლო და მოგების გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები (შესაბამისად, 30.0 მლნ ლარით და 69.7 მლნ ლარით).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss