| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საავტომობილო ავარიებში დაიღუპა 203 და დაშავდა 3482 ადამიანი - 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში დაღუპულთა რაოდენობა 224 იყო, დაშავებულების - 3708.
2019 წელს ქვეყანაში ავარიების შედეგად სულ 481 ადამიანი დაიღუპა, 2018 წელს
კი - 459.
საშუალოდ, ბოლო
წლებში საქართველოში საავტომობილო ავარიებში 450-დან 500 ადამიანამდე იღუპება და ეს
სტაბილური მაჩვენებელია, რომელიც უმნიშვნელოდ იცვლება.
100 000-ს მაცხოვრებელზე ავარიებში სიკვდილიანობის კუთხით, საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველა
ცუდი პოზიცია აქვს.
კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეიტინგის თანახმად, საქართველოში ავარიებში ყოველწლიურად 100 000 ადამიანზე 15 იღუპება.
უარესი პოზიცია რეგიონში აქვთ სომხეთს - 17, ყაზახეთს, ასევე
17, და რუსეთს - 18.
ევროპაში ყველაზე ცუდი პარამეტრები აქვს
ალბანეთს - 13, უკრაინას, ასევე
13, თურქეთს - 12, და ბულგარეთს - 10.
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ავტოავარიებში სიკვდილიანობა 100 000 ადამიანზე 6-5 დაღუპულს არ
აღემატება.
ამ მხრივ ყველაზე წარმატებული ქვეყნების სან-მარინო (0), შვეიცარია (2.7), და ნორვეგია (2.7).
თუმცა, მსოფლიო მასშტაბით ვითარება გაცილებით უფრო მძიმეა - ლათინურ ამერიკაში, აზიაში, და
აფრიკაში, ისეთ ქვეყნებში, როგორც ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, მალაიზია, და
ა.შ. სიკვდილიანობა 18-დან იწყება.
ყველაზე მეტი
ავარიების შედეგად აფრიკულ ქვეყანა ლიბერიაში იღუპება - 40 ადამიანი 100 000-ზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss