ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მეორე კვარტალში შემცირდა
25 აგვისტო, 2020, 10:23
სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მეორე კვარტალში შემცირდა

თბილისი (GBC) - 2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო, COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე უარყოფითად აისახა.

2020 წლის მეორე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 12.2 მილიონი ლარი შეადგინა. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.

2020 წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:

ტელეიმედი - 5.4 მილიონი ლარი

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – 2.1 მილიონი ლარი

მთავარი არხი -  1.3 მილიონი ლარი

ტელეკომპანია პირველი -  0.8 მილიონი ლარი

ჯი-დი-ეს თივი - 0.5 მილიონი ლარი

პოსტვ - 0.4 მილიონი ლარი

ფორმულა - 0.3 მილიონი ლარი

... –  0.2 მილიონი ლარი

სეტანტა ჯორჯია – 0.1 მილიონი ლარი

სტუდია მაესტრო - 0.1 მილიონი ლარი

სხვა -  0.9 მილიონი ლარი

კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული  ნეგატიური შედეგებისა, თუ ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა არ იქნება, კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობები კლებას დააბალანესებს და წლის ჭრილში, 2020  წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი  არ დაფიქსირდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები