ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
ექსპორტი-რეექსპორტი - ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრები
24 აგვისტო, 2020, 15:21
ექსპორტი-რეექსპორტი - ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრები

თბილისი (GBC) - საქართველოს საექსპორტო ნაკადებში მნიშვნელოვანი ადგილი რეექსპორტს უჭირავსრომლი წილიც მთლიან ექსპორტში უმნიშვნელოდ მერყეობს, თუმცა, ყოველთვის მაღალია - 28%-დან 48%-მდე.

2020 წლის 7 თვეში მთლიანმა ექსპორტმა 1,7 მლრ. დოლარი შეადგინა, დგილობრივი ექსპორტის წილი კი მთლიან საექსპორტო ნაკადებში (1,08 მლრდ. დოლარი) 61,6%-ია. ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე 2019 წელს, თუმცა, უარესია, ვიდრე წინა წლებში.

2015% ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 66,3% იყო, 2016-ში - 72,5%,  2017-ში - 68%,  2018-ში  - 62,1%, 2019-ში  -  52,3%.

რეექსპორტის ყველაზე დაბალი 28%-იანი წილი 2016 წელს იყო, რაც დაკავშირებული იყო აზერბაიჯანის მიერ საავტომობილო რეგულაციების გამკაცრებასთან, რამაც საქართველოდან ამ ქვეყანაში ავტოექსპორტი შეამცირა.

საყურადღებოა  პარტნიორი ქვეყნების ადგილის ცვლილება რეექსპორტის წლის გათვალისწინებით.

მთლიანი ექსპორტის თვალსაზრისით, პირველ ადგილზე ჩინეთია, მეორეზე აზერბაიჯანი, წინა წლების ლიდერ რუსეთს მე-3 პოზიცია უკავია.

სურათი რადიკალურად იცვლება, როგორც კი მონაცემები სუფთა ექსპორტს შეეხება  - ქართული პროდუქციის ექსპორტის 19%  კვლავ რუსეთში გადის (207 მლნ.).

ჩინეთი ამ მხრივ მე-3 ადგილზეა - 118 მლნ. დოლარი და 13%, მეორე ადგილზე კი ბულგარეთია  - 142 მლნ. და 13,2%.

აზერბაიჯანი კი, რომელიც მთლიანი ექსპორტის მხრივ მე-2 ადგილზეა, ადგილობრივი ექსპორტის სტრუქტურაში არათუ მეორე არაა, არამედ ლიდერთა ხუთეულში არ შედის - ის მე-8 ადგილზეა - 39,7 მლნ. დოლარი და 4,6%.

აზერბაიჯანს ამ მხრივ სომხეთის კი უსწრებს  - 47, მლნ. დოლარი და 4,4%.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები