| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოში დასაქმების სტრუქტურაში ტრადიციულად მაღალია თვითდასაქმებულთა წილი, რაც ეკონომიკის სუსტ განვითარებაზე მეტყველებს.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მე-2 კვარტალში თვითდასაქმების
მაჩვენებელი, რომელიც წინა პერიოდში ოდნავ შემცირდა, ისევ გაიზარდა.
ქვეყანაში კონტრაქტის საფუძველზე დასაქებულთა
მხოლოდ 48,6% მუშაობს, 51,4% - თვითდასაქმებილია.
ბოლო 2,5 წლის მანძილზე ეს თვითდასაქმების ყველაზე მაღალი
მაჩვენებელია.
2018 წლის პირველ კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი მთლიან
დასაქმებაში 50,6%, მე-2-ში - 48,7%, მე-3-ში - 48,8%, მე-4-ში კი - 48,7% იყო.
2019 წელს მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო - პირველ კვარტალში - 49,7%, მე-2-ში - 49.8%, მე-3-ში - 49,4%, მე-4-ში
- ზუსტად 50%.
2020 წლის პირველ კვარტალში თვითდასაქმებულთა პროცენტი ოდნავ შემცირდა - 49,1%-მდე, ხოლო მე-2 კვარტალში მკვეთრად, 51,4%-მდე გაიზარდა.
შესაბამისად, ოფიციალურად დასაქმებული ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში მცირდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss