| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქსტატის ინფორმაციით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი არა რუსეთია, როგორც ბოლო წლებში იყო, არამედ ჩინეთი.
2020 წლის 6 თვეში საქართველოდან ჩინეთში
248,3 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, რუსეთში კი - 229 მლნ-ის.
რა შეიძლება
გაიტანოს საქართველომ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია.
საქსტატის მონაცემებით, ამ მიმართულებაზე უმსხვილესი საექსპორტო საქონელია მადნები და სპილეძის კონცენტრატები - 183 მლნ. დოლარი. მეორე ადგილზეა ღვინო - 8,2 მლნ. დოლარი.
დანარჩენი საექსპორტო საქონელი ასე განაწილდა -ფეხსაცმელი, ქოლგები - 4,9 მლნ. დოლარი, ოპტიკური საზომი-საკონტროლო მოწყობილობა და მისი ნაწილები - 4,6 მლნ. დოლარი, კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 2,7 მლნ. დოლარი
არაძვირფასი ლითონების ნაწარმი - 1,9 მლნ. დოლარი, ქიმიური და ფარმაცევტული პროდუქცია - 1,3 მლნ. დოლარი, ელექტროტექნიკური მოწყობილობის ნაწილები - 1 მლნ. დოლარი, პლასტმასების და რეზინის ნაწამრი - 375 000 დოლარი, ბოჭკოვანი და ცელულოზას ნაწარმი - 300 000 დოლარი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss