| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საგარეო ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1 აგვისტოსთვის საქართველოს უცხოელი კრედიტორების მიმართ $6.6 მლრდ მართებს, $1,233 მლრდ-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ფინანსთა სამინისტროს გამოქვეყნებული მონაცემებით, საგარეო ვალდებულებები ერთ თვეში $451 მლნ-ით არის გაზრდილი.
საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას $4,438 მლრდ მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი; სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.
საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება $1,4 მლრდ-ია. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss