| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - მაისში აპრილთან შედარებით საარსებო მინიმუმი შემცირდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი თვეში 167 ლარს და 90 თეთრს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 8 ლარით და 90 თეთრით შემცირებული მაჩვენებელია.
წლიურად კი საარსებო მინიმუმი 50 თეთრით არის შემცირებული. საარსებო მინიმუმს საქსტატი მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ითვლის, რომელშიც ის ძირითადი პროდუქტებია გაერთიანებული, რაც მომხმარებელს 1 თვის განმავლობაში სჭირდება. საქსტატის მონაცემებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 318 ლარია. ეს თანხა განსხვავდება ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით და შემდეგნაირად ნაწილდება: ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 268.7 ლარია, სამსულიანის 302.2 ლარი, ოთხსულიანის 335.8 ლარი, ხოლო ხუთსულიანის კი 377.8 ლარი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss