| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - UN საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. საქართველოს პროგნოზი რეგიონის საერთო მაჩვენებელზე - 3.7% - მაღალია. რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი უსწრებს.
• სომხეთი
- 5.4%
• ბელარუსი
- 2%
• საქართველო
- 4.5%
• ყირგიზეთი
- 4.5%
• მოლდოვა
- 3.9%
• ტაჯიკეთი
- 6%
• უზბეკეთი
- 5.7%
• უკრაინა
- 3%
• აზერბაიჯანი
- 2.5%
• ყაზახეთი
- 3.5%
• რუსეთი
- 1.8%
• თურქმენეთი
- 5.6%
თავის ანგარიშში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
მიუთითებს, რომ 2020-2021 წლებში დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოში ეკონომიკური
ზრდის ტემპის დაჩქარებაა მოსალოდნელი. რეგიონის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2.3%-ია 2020
წლისთვის.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს საქართველოსა
და ყაზახეთში, მიზნობრივზე მაღალმა ინფლაციამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება
გამოიწვია წლის მეორე ნახევარში.
“სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის სწრაფმა ტემპმა,
განსაკუთრბით კი მსესხებლების ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, საფინანსო სექტორში
გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. ამან კი საქართველოსა და რუსეთში რეგულაციების
გამკაცრება გამოიწვია“, - წერია ანგარიშში.
გაეროს ანგარიშის მიხედვით, გასული წელს გლობალურმა
ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. კერძოს
მშპ-ს ზრდის ტემპი მსოფლიოში 2.3%-ის ფარგლებში იყო, რაც 2008 წლის ფინანსური
კრიზისის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss