| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ლარის შემოსავლიანობის მრუდი დამაიმედებელ ტრენდს აჩვენებს, რისკ პრემიუმის მცირედით გაზრდას მოასწავებს.
მთავრობის 10-წლიან ფასიან ქაღალდებზე სარგებელი 8.7%-მდეა გაზრდილი (09/2019- 8.38%; 2018 – 8.89%; 2017 – 9.2%)
მოკლევადიან ფასიან ქაღალდებზე (6M,1Y) განაკვეთი სტაბილურია 6.6/6.7%-ის ფარგლებში. 2Y – 7% -ის ფარგლებშია (09/2019 – 7.13% 7.15%)
სებ-ის ინფორმაციით, ლარის შემოსავლიანობის მრუდი საფინანსო ბაზრის მნიშვნელოვანი ატრიბუტია, აჩვენებს ურისკო განაკვეთებს ყველა ვადიანობის ინსტრუმენტისთვის და ბაზრის მონაწილეები ინდიკატორულ მაჩვენებელად იყენებენ, ასევე ლარის ფასიანი ქაღალდების ფასის განსაზღვრისას და ბაზრის ტრენდის პროგნოზირებისთვის.
ემიტენტებს და ინვესტორებს ემისიებზე საორიენტაციო ფასის დადგენას უადვილებს.
მრუდი ასახავს ბაზრის მოლოდინებს საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის დინამიკაზეც.
ლარიზაციიდან დროებით გადახვევამდე სებ-ს დედოლარიზაციის პირველი შედეგები ჰქონდა. სავალუტო რისკების შემცირების გრძელვადიანი კამპანია, ინფლაციაზე ლარის წნეხის გასანეიტრალებლად, სავალუტო სესხების წახალისების გამო შეფერხდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss