ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
ბაზრობებზე ოქტომბერში ₾302 მლნ-ის პროდუქცია გაიყიდა
26 დეკემბერი, 2019, 11:54
ბაზრობებზე ოქტომბერში ₾302 მლნ-ის პროდუქცია გაიყიდა

თბილისი (GBC) - 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა. მათი 30,8% თბილისშია განთავსებული, 20,7% - იმერეთის, 12% - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 12% - კახეთის, 7,2% - ქვემო ქართლის, 5,3% - აჭარის, 4,3- შიდა ქართლის, 2,9- სამცხე-ჯავახეთის, 1,9- გურიის, 1,9- მცხეთა-მთიანეთის, 1% - რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში.

ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შპს და მასზე მოდის 76,4%, ინდივიდუალური მეწარმეების წილად კი - 21,1%.

ბაზრების და ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია სააქციო საზოგადოების (1%), კოოპერატივის (1%) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0,5%) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.

2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა, რომელთა 44,3% თბილისზე მოდის, 14,2% - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, 9,8% - ქვემო ქართლის, 9,1% - კახეთის, 7,5% - აჭარის, 7,5% - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3,6% - შიდა ქართლის, 1,8% - სამცხე-ჯავახეთის, 1,3% - მცხეთა-მთიანეთის და 0,9% - გურიის რეგიონზე ნაწილდება.

2019 წლის ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ რეალიზებულია 302, მლნ ლარის სამომხმარებლო საქონელი (ავტომობილების გარდა), რომელთა 19,9% სურსათზე მოდის, 74,4% - არასასურსათო საქონელზე, 5,7%-ს ცხოველების და ფრინველების ჯგუფი შეადგენს. 90,6 მლნ ლარი შეფასდა ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბაზრების და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების ბრუნვის მოცულობის 61,5თბილისზე მოდის, 12,3% - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, 7- ქვემო ქართლის, 5% - აჭარის, 5% - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3,4- კახეთის, 3,3- სამცხე-ჯავახეთის, 2,1% - შიდა ქართლის, 0,2%- მცხეთა-მთიანეთის და 0,2- გურიის რეგიონზე ნაწილდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები