ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუმჯობესდა
23 დეკემბერი, 2019, 15:14
ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუმჯობესდა

თბილისი (GBC) - 2019 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუმჯობესდა და 18.5 პუნქტამდე(პ) გაიზარდა (+10.2პ(Q.Q).

ISET-ის კვლევით, ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე დიდი ზრდა საცალო ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებშია და გამოწვეულია. როგორც მიმდინარე საქმიანობის შეფასების შემცირებით, ისე მოლოდინების გაუმჯობესებით.


„სოფლის მეურნეობა ერთადერთი სექტორი, სადაც ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირებულია. მიმდინარე ინდექსი, რომელიც გასული 3 თვის ბიზნესის მდგომარეობას ასახავს, Q4/2019  27.4 პ-ით არის გაზრდილი. ბოლო კვარტალში მოლოდინების მნიშვნელოვანი გაუარესების შემდეგ ბიზნესის ოპტიმიზმის ინდექსი გაზრდილია,  31.3 პ-მდე. საცალო ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებთან ერთად, გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიზნეს სექტორის ოპტიმიზმის ზრდაში"  - ნათქვამია კვლევაში.

მოლოდინები ზომიერად გაუარესდა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის და გაუმჯობესდა დიდი ზომის კომპანიებისთვის. საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემზღუდველი ფაქტორები დიდი ზომის ბიზნესებისთვის სამუშაო ძალის სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომაა. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კი ფინანსებზე ხელმისაწვდომობასთან ერთად ბიზნესის შემზღუდველი ფაქტორი მოთხოვნის სიმცირეა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები