| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC0 - ეკონომიკური განვითარებისა და
თანამშრომლობის ორგანიზაციის, “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” PISA 2018
წლის შედეგების თანახმად, საქართველომ მონაწილე 79 ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი
შედეგები აჩვენა.
კვლევა, რომელიც 1990 წლიდან ტარდება
აანალიზებს მოსწავლეთა შედეგებს მათემატიკაში, მეცნიერებასა და კითხვაში
(წაკითხულის გააზრება).
საქართველოს შედეგები 2018 წლის კვლევის
მიხედვით შემდეგია:
კითხვა - 380
მათემატიკა - 398
მეცნიერება - 383
ამ შედეგებით, საქართველო კვლევაში
მონაწილე ქვეყნებიდან მხოლოდ პანამას, ინდონეზიას, მოროკოს, ლიბანს, კოსოვოს,
ფილიპინებს და დომენიკის რესპუბლიკას უსწრებს.
საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად
ჩამორჩება OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. კერძოდ, საშუალო ქულა კითხვაში
487-ია, მათემატიკაში 489, ხოლო მეცნიერებაში 489.
საუკეთესო შედეგი კვლევის მიხედვით
ესტონეთს, სინგაპურს, ჩინეთს და კანადას აქვთ, რომლის მოსწავლეებმაც სამივე
კომპონენტში საშუალოზე მაღალი შედეგები აჩვენეს.
PISA-ს მიზანია შეამოწმოს თუ რამდენად
არიან მოსწავლეები მზად საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss