| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2019 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით 3.2%-ით.
ივნისთან შედარებით ფასების 2%-იანი ზრდაა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 1.66%-ული პუნქტით განისაზღვრა.
ჯგუფში
შემავალი
პროდუქტებიდან
აღსანიშნავია
ფასების
ზრდა
ძირითად
ლითონებსა
და
ლითონის
მზა
ნაწარმზე
(4.3%), კვების პროდუქტებზე,
სასმელებსა
და
თამბაქოს
ნაწარმზე
(1.2%), ასევე ცელულოზაზე,
ქაღალდსა
და
ქაღალდის
ნაწარმზე
(7.1%).
ფასები 8%-ით
გაიზარდა
სამთომოპოვებითი
მრეწველობისა
და
კარიერების
დამუშავების
პროდუქციის
ჯგუფზე,
რამაც
0.54%-ული პუნქტით იქონია
გავლენა
მთლიან
ინდექსზე.
ჯგუფში
ფასების
ზრდა
დაფიქსირდა
ლითონის
მადნებზე
და
სამთომოპოვებითი
მრეწველობისა
და
კარიერების
დამუშავების
სხვა
პროდუქციაზე
(8.5%).
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 12%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 9.59%-ული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (12.1%), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (16.1%), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (35.5%);
• სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: დაფიქსირდა ფასების 19.3%-იანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.25%-ული პუნქტით აისახა;
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები შემცირდა 1.4%-ით, რამაც -0.13%-ული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) და მის ფორმირებაში მონაწილე ქვეჯგუფების შესაბამისი წვლილები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss