| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი(GBC) - უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე აქტიური უბნები საბურთალო, დიდი დიღომი და გლდანია, სადაც H1/2019 -ში 3,661, 2,440, და 2,046 ბინა გაიყიდა. ახალი ბინების გაყიდვებით ლიდერი საბურთალოა. ფასები წელს 2,6%-ით არის გაზრდილი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დოლარში -1,4%-ით არის შემცირებული. ეს სხვაობა გაცვლითი კურსის ცვალებადობით აიხსნება (ახლის ფასი 736$, ძველის $656$).
იპოთეკური სესხების პორტფელი ზრდას განაგრძობს, +3.9% (კურსით დაკორექტირებული). შეინიშნება საცხოვრებელ კორპუსებზე გაცემული ახალი მშენებლობის ნებართვების ზრდა. წლის პირველი ნახევრის მანძილზე გაცემულია 91 ახალი მშენებლობის ნებართვა ჯამურად 417,000 კვ.მ. საცხოვრბელი ფართით. აქიდან ყველაზ მეტი 24 ნებართვა დიდ დიღომში, 16 საბურთალოზე ხოლო 12 სამგორში გაიცა. შარშან იმავე პერიოდში ჯამურად 70 ნებართვა იყო გაცემული, სულ 267,000 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით.
თბილისის უძრავი ქონების უცხოელი მყიდველების პროპორცია 2018 წელ იყო 13%. H1/2019-8%. gაყიდული ბინების რაოდენობა და კვადრატულობა 2019 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის უცვლელია. გაიყიდა 16,296 აპარტამენტი, საცხოვრებელი ფართით 1,119,000 მ²
1H-ში ახალი ბინების გაყიდვები 5.4%-ით გაიზარდა, ძველის, 7.1%-ით შემცირდა (y.y), რაც შედარებით მცირე ზომის ბინების ყიდვის ტრანზაქციების კლებით იყო გამოწვეული (TBC Research).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss