ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
ევროკავშირთან ექსპორტი შემცირდა, დსთ-ში გაიზარდა
ფოტო: marketer.ge
19 მარტი, 2019, 11:06
ევროკავშირთან ექსპორტი შემცირდა, დსთ-ში გაიზარდა

თბილისი (GBC) - ევროკავშირთან ექსპორტი შემცირდა,  დსთ - ს სივრცეში გაიზარდა.

იანვარ-თებერვალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 118.2 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 10.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.4 პროცენტს შეადგენს.

 იმპორტის მოცულობამ 304.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (4.5 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 24.6 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 422.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით ნაკლებია.

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 25.5 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება დსთ-ს სივრცეს - საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 254.8 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 45.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს.

იმპორტის მოცულობა 372.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (14.4 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 30.2 პროცენტია.

სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 627.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.8 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 16.2 პროცენტი იყო.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები