| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)- 2019 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 324,554 მგზავრს მოემსახურა.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ზრდა 25% -ია.
იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის იანვარში 252,178 მგზავრს მოემსახურა, რაც 13% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი მგზავრი 222,400).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის იანვარში 112% გაიზარდა და 55,895 მგზავრი შეადგინა (2018 წლის იანვარი 26,345 მგზავრი).
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 15,973 მგზავრმა ისარგებლა. რაც 52% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის იანვარი 10,504 მგზავრი).
მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ აეროპორტებშიც. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2019 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 18 % გაიზარდა და 401 მგზავრი შეადგინა. (2018 წლის იანვარი 340 მგზავრი). ამბროლაურის აეროპორტით, რომელიც იანვარში 2 წლის გახდა, გასულ თვეს 107 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 % გაიზარდა (2018 წლის იანვარი 23 მგზავრი).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss