| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იმ მობილურების მომხმარებელთა წილმა, რომლებიც საქართველოში დაექვემდებარნენ მავნე პროგრამებით თავდასხმას 2018 წლისათვის 5,17% შეადგინა, წინა წლის 4,71% შედარებით, - აცხადებს კასპერსკის ლაბორატორია".
თუ შევადარებთ, მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში ეს მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია: სომხეთში მავნე პროგრამებით თავდასხმამ გასულ წელს შეადგინა 4,76%, ხოლო 2017 წლისათვის -4,28%, ხოლო აზერბაიჯანში 2,95% და 2,59%, შესაბამისად, 2018 და 2017 წლეებისათვის.
მობილური მოწყობილობების დასნებოვანების თავიდან ასაცილებლად, ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ მომხმარებლებმა მხოლოდ სანდო წყაროებიდან გადმოტვირთონ პროგრამები და გამორთონ პარამეტრებში ის შესაძლებლობა, რომელიც საშუალებას იძლევა პროგრამების დაყენებას გვერდითი წყაროებიდან.
საჭიროა აგრეთვე დროზე იქნას განახლებული სისტემა და მნიშვნელოვანი პროგრამები. უსაფრთხოების მრავალი პრობლემა მოგვარდება აქტუალური ვერსიების დაყენებით, რა თქმა უნდა ყურადღება უნდა მივაქციოთ SMS შეტყობინებებს, ელექტრონულ ფოსტას, მესენჯერებს და სოციალურ ქსელებშიც არ უნდა გადავიდეთ ბრაუზერის შეუმოწმებელ გზავნილებზე. აუცილებელია მობილურზე დავაყენოთ ეფექტური ანტივირუსი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss