| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2018 წელს ეკონომიკის ზრდამ 5%-ს ისევ ვერ მიაღწია.
პოზიტიურად დაწყებული ზედა წლის მეორე ნახევარში, პოლიტიკური და ეკონომიკური დაძაბულობის ფონზე შენელდა.
"საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის საშუალო რეალური ზრდა 4,8 პროცენტით განისაზღვრა.
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების დარგში, ასევე ტრასპორტის და საფინანსო საქმიანობის დარგებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2012 წლის შემდეგ 5%-ზე დაბლაა. კერძოდ, 2012 წელს ეკონომიკა 6.4%-ით, 2013 წელს - 3.4%-ით, 2014 წელს - 4.6% -ით, 2015 წელს - 2.9%-ით. 2016 წელს - 2.8% -ით, 2017 წელს - 4.8%-ით გაიზარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss